ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან, გვაქვს კონკრეტული საუბრები და გვაქვს იმედი, რომ ეს საუბრები მოიტანს შედეგს, შედეგი უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება

ჯო უილსონი არის აბსოლუტურად არასერიოზული კაცი. ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან, გვაქვს კონკრეტული საუბრები და გვაქვს იმედი, რომ ეს საუბრები მოიტანს შედეგს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, შედეგი უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება.

„ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქარტველოსა და აშშ-ს შორის განახლდება. ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი. ჯო უილსონზე მე დროს საერთოდ არ დავხარჯავდი. ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი, რომელიც საქართველოს უწოდებს პროირანულს, პროჩინურს, პრორუსულს ხომ ადრე იძახდა და ახლა პროირანული გავხდით, შეიძლება, ასეთი კაცი სერიოზულად მიიჩნიოს ვინმემ? რომელიც გამოდის და საქართველოს უწოდებს პროირანულ ქვეყანას. არასერიოზული კაცია. კაცი, რომელიც გამოდის და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პროირანული, რამდენად არასერიოზულია, ხომ ხედავთ. ასეთი არასერიოზული განცხადების გამკეთებელი კაცი როგორ შეიძლება, ვინმემ სერიოზულად მიიჩნიოს. ხვალ გამოვა და იტყვის, რომ პროკამბოჯური ხელისუფლება ვართ. საოცრებაა. ასეთი არასერიოზული მე არაფერი მინახავს და თქვენ შეგიძლიათ, ხშირად იმეოროთ ჯო უილსონის არასერიოზული ციტატები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრს ასევე კითხვა დაუსვეს კომპანია „ფრონტერას” შესაძლო ლობირებასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კომპანიასთან საქართველოს ხელისუფლებას ლობისტური კუთხით არავითარი კავშირი არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები