“გვინდა, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანასთან, განსაკუთრებით გიგანტებთან, რომელთაც მსოფლიოში ეკონომიკური დომინირება აქვთ, ღია და პარტნიორული ურთიერთობა გვქონდეს”,- ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა “პირველ არხს” განუცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს პოლიტიკა ღიაა.
„ამერიკასა და ჩინეთს ერთმანეთის მიმართ კონკურენცია აქვთ, თუმცა უერთმანეთოდ არ შეუძლიათ – ვაჭრობა, ეკონომიკის წარმოება, ცხოვრება. როცა ისინი კონკურენციიდან მწვავე დაპირისპირებაში ვერ გადაზრდიან, ხახუნის გაძლიერება პერიფერიებზე იწყება ხოლმე. ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს, საქართველო არაფერ შუაშია. ამჟამად, ამერიკასა და ჩინეთს შორის მწვავე კონკურენციას ვხედავთ, რომელიც მრავალ, სხვადასხვა გეოპოლიტიკურ აქტორზე თუ გეოგრაფიულ ლოკაციაზე აისახება.
საქართველოს პოლიტიკა ღია და ნათელია. გვინდა, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანასთან, განსაკუთრებით გიგანტებთან, რომელთაც მსოფლიოში ეკონომიკური დომინირება აქვთ, ღია და პარტნიორული ურთიერთობა გვქონდეს. ჩვენი მიზანი ეს არის. ჩვენ ვიღაცის წინააღმდეგ არ ვთანამშრომლობთ. ვმუშაობთ, რათა ჩვენი ქვეყნისთვის სარგებელი მივიღოთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.