ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბრიუსელში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა

ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში, ფესტივალი „ქართული ბუნებრივი ღვინის დღე“, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფესტივალზე წარდგენილი იყო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექვსი მწარმოებლის სხვადასხვა დასახელების ღვინო. ღონისძიებას ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, მედიისა და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის ისტორიას, ტრადიციებს, კულტურას და თანამედროვე ინდუსტრიას.

მსგავსი ფორმატის ღონისძიებებში ქართული ღვინის წარდგენა, ევროპის ღვინის ბაზარზე ცნობადობის ზრდისა და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების საუკეთესო შესაძლებლობაა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები