დავით მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: თავზე ენგრევათ რაღაც შეკოწიწებული, ალიანსად წოდებული გაერთიანება
“თავზე ენგრევათ რაღაც შეკოწიწებული, ალიანსად წოდებული გაერთიანება,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“უმძიმეს მდგომარეობაშია საქართველოში რადიკალური ოპოზიცია. რეალურად, მათ რესურსი არ გააჩნიათ, რომ საზოგადოების ნდობა მოიპოვონ და ერთმანეთის ლანძღვა-გინებაზე არიან გადასულნი. სინამდვილეში, ეს რაღაც შეკოწიწებული ალიანსად წოდებული გაერთიანება თავზე ენგრევათ. საბოლოო ჯამში, ამ სრული ამორფული, არაეროვნული, ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგო ძალის პოლიტიკურ გასვენებას ვაკვირდებით”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.