“ზოგიერთი მოთხოვნა იმდენად უსამართლო იყო, რომ მკვეთრად განსხვავებული აზრის მქონე პირებმაც კი ამოიღეს ხმა, რათა არ დაზიანებულიყო მთლიანი მოსახლეობის ინტერესები,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“შანტაჟის შინაარსია იმდენად უსამართლოა, რომ ექსტრემისტების მხარემაც კი ამოიღო ხმა და ამბობენ, რომ საქართველო, მთლიანად მისი საზოგადოება, არ უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ კონკრეტული პოლიტიკური მიზნები, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას უპირისპირდება. იმდენად უსამართლოა ეს მოთხოვნები, რომ არ გიტოვებენ გზას, მწვავე კამათში შესვლის გარეშე. არ შეიძლება სახელმწიფო იმ გზას დაადგეს, რომელიც ეკონომიკურად და ფიზიკურად დაანგრევს”, – განაცხადა ვოლსკიმ.