“უნდათ მავანთ საქართველოს მოკვლა პოლიტიკურად, მორალურად, თუმცა, ვცოცხლობთ და, ყოველი მორიგი დარტყმის განეიტრალებით, საჭირო გამოცდილებას ვიძენთ, როგორც საზოგადოება და სახელმწიფო” – ანჯაფარიძე
“უნდათ მავანთ საქართველოს მოკვლა პოლიტიკურად, ფინანსურად, ეკონომიკურად, მორალურად, ლამის ყოველდღე ახალ-ახალ მწარე დარტყმებს გვაყენებენ “მეგობრები”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, საქართველოზე შეტევები გრძელდება.
“2008 წელს ტანკებით, ავიაციით და არტილერიით შეტევა, 2022-2025 წლებში პოლიტიკურმა, საინფორმაციო და ფსიქოლოგიურმა შეტევებმა ჩაანაცვლეს. თან ვისგან? მათგან ვისიც (როგორც აღმოჩნდა სულ ტყუილად!) გვეიმედებოდა 2008 წლის აგვისტოს შფოთიან დღეებში.
მე მგონი, საქართველო არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ რამდენად ჭეშმარიტია ფრიდრიხ ნიცშეს სიტყვები – “ის, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.”
უნდათ მავანთ საქართველოს მოკვლა პოლიტიკურად, ფინანსურად, ეკონომიკურად, მორალურად, ლამის ყოველდღე ახალ-ახალ მწარე დარტყმებს გვაყენებენ “მეგობრები.”
თუმცა, ვდგავართ, ვცოცხლობთ და ყოველი მორიგი დარტყმის განეიტრალებით, ესოდენ საჭირო გამოცდილებას ვიძენთ, როგორც საზოგადოება და სახელმწიფო”, – წერს ანჯაფარიძე.