“ყველა ადამიანს დიდი მადლობა, ვინც გამოდის ჩემი სურათებით რუსთაველზე” – მიხეილ სააკაშვილი
“ყველა ადამიანს დიდი მადლობა, ვინც გამოდის ჩემი სურათებით რუსთაველზე”, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ასევე, დიდი მადლობა საერთოდ ყველას, ვინც გამოდის. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. სიყვარულით, მიშა“, – წერს სააკაშვილი.