დავით ქართველიშვილი: განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რასაც ფეიკ-ინდუსტრიის ფლაგმან BBC-ის აწვდიან ჩვენი ოპოზიციონერები და მათი კონტროლირებადი მედია, რაც ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას – ექვემდებარება იურიდიულ და ადმინისტრაციულ სანქციებს

“ევროკავშირის წამყვან ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში იშვიათად გამოიყენება ფორმულირება „სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯის დაცვა“, თუმცა პრაქტიკაში განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რასაც მსოფლიო ფეიკ-ინდუსტრიის ფლაგმან BBC-ის აწვდიან ჩვენი აკაცუკები და მათი კონტროლირებადი მედია და რაც ზიანს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას – ექვემდებარება იურიდიულ და ადმინისტრაციულ სანქციებს, “- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველიშვილი საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მაგალითებზე მიმოიხილავს ფეიკ-ნიუსების გავრცელებასთან დაკავშირებით აღნიშნულ ქვეყნებში პასუხისმგებლობის საკითხს.

„ევროკავშირის წამყვან ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში იშვიათად გამოიყენება ფორმულირება „სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯის დაცვა“, თუმცა პრაქტიკაში განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რასაც მსოფლიო ფეიკ-ინდუსტრიის ფლაგმან BBC-ის აწვდიან ჩვენი აკაცუკები და მათი კონტროლირებადი მედია და რაც ზიანს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას – ექვემდებარება იურიდიულ და ადმინისტრაციულ სანქციებს.

საფრანგეთში ეს მიდგომა ყველაზე მკაფიოდ არის გამოხატული: პრესის თავისუფლების შესახებ კანონი და ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის ნორმები პასუხისმგებლობას აკისრებს მათ, ვინც განზრახ ცრუ ცნობებს ავრცელებს, თუ ეს ძირს უთხრის საზოგადოებრივ წესრიგს, აკნინებს სახელმწიფო ინსტიტუტებს ან ზიანს აყენებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს. ასეთი ქმედებებისთვის გათვალისწინებულია სოლიდური ჯარიმები, სასამართლო აკრძალვები და პუბლიკაციების იძულებითი წაშლა.

გერმანია უფრო ფრთხილ მიდგომას იყენებს და ფორმალურად არ გამოყოფს „სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს“ დაცვის დამოუკიდებელ ობიექტად. თუმცა სისტემური დეზინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობას ასუსტებს და გამოიყენება საერთაშორისო ან საგარეო კონტექსტში, განიხილება როგორც საფრთხე დემოკრატიული წყობისთვის. პასუხისმგებლობა, როგორც წესი, დგება კონტენტის დაბლოკვის, მედია-პლატფორმების მიმართ სანქციებისა და საგარეო ჩარევის მიმართულებით დაწყებული გამოძიებების გზით.

BBC-ის სამშობლო დიდი ბრიტანეთი, ყველაზე ლიბერალურ მოდელს იცავს და არ აღიარებს სახელმწიფოს დიფამაციას დამოუკიდებელ სამართალდარღვევად. თუმცა, როდესაც არსებობს უცხოური ჩარევის, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის ან მიზანმიმართული საინფორმაციო ოპერაციის ნიშნები, სახელმწიფო იყენებს მკაცრ ზომებს – კონტენტის დაბლოკვიდან და ლიცენზიების გაუქმებიდან დაწყებული, უსაფრთხოების სფეროში სისხლის სამართლებრივ გამოძიებამდე.“- წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები